ციანიდისთვის დაკავებული დეკანოზის ოჯახის წევრებს თავს დაესხნენ. მალხაზ მამალაძის სახლში უცნობი პირი შევიდა და ოჯახისგან თანხა მოითხოვა. მამალაძის თქმით, თავდამსხმელმა ის იცნო და იცოდა, რომ დეკანოზის ოჯახში იმყოფებოდა.თავდამსხმელი სახლიდან ისე გაიქცა, რომ ოჯახიდან არც თანხა და არც ძვირფასი ნივთები არ წაუღია. ოჯახის ვერსიით, თავდამსმხელი ადგილობრივი არ იყო. მამალაძეები მიიჩნევენ, რომ ეს მათი ოჯახის დაშინების მორიგი მცდელობაა.