ეთიოპია კლიმატურ ცვლილებებს ხეების დარგვით ებრძვის. ქვეყანაში ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დღეში 200 მილიონი ხე ირგვება. ეთიოპიამ გამწვანების დარგში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. პრემიერმინისტრ აბი აჰმედის განცხადებით, მისი ხელისუფლება შეეცდება ქვეყანაში ლანდშაფტი შეცვალოს, რაც კლიმატზე დადებითად იმოქმედებს და ეთიოპიაში გვალვების სეზონი შემცირდება.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია განცხადებით, ეთიოპიაში 21-ე საუკუნეში მწვანე საფარი 35%-ით შემცირდა. მე-20 საუკუნის დასაწყისში კი 4%-ით.