საბავშვო ბაღებში ეტიკეტშეცვლილი და ხელახლა გაყინული თევზის შეტანის გამო შექმნილ აჟიოტაჟს ის კომპანია ეხმაურება, ვის პროდუქციაზეც რამდენიმე დღის წინ ბრალდებები გახმაურდა. „უმალის“ გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ თევზი აშშ-ში გასული წლის აგვისტოშია დაჭერილი და შესაბამისად პირველადი გაყინვა აღნიშნულ დროს მოხდა. მიხეილ მჭედლიშვილის თქმით, ბაღებში თევზის მისაწოდებლად, ფილე რომ დაემუშვებინათ მისი ხელახლა გაყინვა გახდა საჭირო, რამაც გაუგებრობა გამოიწვია. კომპანიის დირექტორი აღნიშნულ ფაქტს კომპანია „ნილსა“ და კომპანია „ელფას“ შორის დაპირისპირებას უკავშირებს.