19:18
17 ნოემბერი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
სპორტი
ეთერ ლიპარტელიანმა ძიუდოს ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იაპონელ მეტოქეს სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა
18-10-2019

ქართველმა ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა მაროკოს ქალაქ მარაკეშში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში იაპონელ კანაკო ჰაკამატას იპონით სძლია და ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალამდე ლიპარტელიანმა სლოვენიელი კაია კაიზერი, ჰოლანდიელი შენონ ვან დე მეებერგი, უნგრელი ანდრეა კარმანი და კორეელი მიმი ჰიუ დაამარცხა. ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. დღეს 18 ოქტომბერს მარაკეშის ტურნირზე ვლადიმერ ახალკაცი ტატო გრიგალაშვილი , ლაშა ბექაური , მიხეილ ბექაური და მარიამ ჭანტურია  იასპარეზებენ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები