ესტონურ მოდელზე დაყრდნობით, საქართველოში პროფესიული მომზადება/გადამზადების ახალი პროგრამა ამოქმედდება. პროექტის პირველი ეტაპი 4-თვიანი და მიზნად ისახავს საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, შრომის ბაზრის საჭიროებებზე მორგებული პროფესიული განათლების განვითარებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამუშაო ძალის გარეთ მყოფი მოსახლეობის გააქტიურებას, ასევე მეტი სამუშაო ადგილის შექმნას ქვეყანაში. პროგრამის ერთ-ერთი კი კომპონენტით კი გათვალისწინებულია პარტნიორობის გაღრმავება კერძო სექტორსა და კოლეჯებს შორის. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ბენეფიციარები, პროფესიული მომზადება/გადამზადების კურსს უფასოდ გაივლიან.