ესტონეთში გამოიგონეს ავტობუსი, რომელსაც სამართავად მძღოლი არ სჭირდება. ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტობუსმა მუშაობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო და ის ესტონეთის დედაქალაქ ტალინიის გარეუბნიდან ხელოვნების მუზეუმამდე მოძრაობს. ხელოვნურად მართული ავტობუსი ესტონეთში კომპანია Sohjoa Baltic-მა შექმნა.
მცირე ზომის ავტობუსს ერთდროულად 8 ადამიანის გადაყვანა შეუძლია და მისი საშუალო სიჩქარე 12 კილომეტრ საათს შეადგენს.
ავტობუსი სამშაბათიდან კვირის ჩათვლით დილის 10 საათიდან შუადღის 4 საათამდე მუშაობს. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მომავალში ისინი ავტობუსის სამუშაო საათების გახანგრძლივებას აპირებენ.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ესტონეთში საზოგადოებრივი ტრანპორტის სხვა სახეობების მსგავსად მძღოლის გარეშე მოძრავი ავტობუსით მგზავრობაც უფასოა.