ესტონეთის პოლიციისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა ჩვილისთვის დაბადების მოწმობის ასაღებად აუცილებელი ანკეტებიდან ტერმინები "დედა" და "მამა" ამოიღო და ისინი "მშობლებით" შეცვალა. ახალ ანკეტაში "დედისა" და "მამის" დაზუსტება აღარ ხდება, თუმცა კვლავ აუცილებელია აღინიშნოს, რომელ სქესს განეკუთვნება ესა თუ ის მშობელი.
პოლიციისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ანკეტებიდან "დედისა" და "მამის" ამოღება "მოქალაქეობის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებებით არის გამოწვეული.