კორონავირუსის პირველი შემთხვევები დადასტურდა ესტონეთსა და დანიაში. ესტონეთში ვირუსი დაუდგინდა მამაკაცს, რომელიც ირანში იმყოფებოდა. რაც შეეხება დანიას, ადგილობრივი ჯანდაცვის უწყების ცნობით, ვირუსი იტალიის ლომბარდიის რეგიონიდან ჩასულ პირს აღენიშნა. ამასთან, ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა ერაყში. ამ დროისთვის ქვეყანაში დაინციფირებულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა.
დღეს ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა ფინეთში, პაკისტანსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში. ფინეთსა და მაკედონიაში ვირუსი იტალიიდან შესულ პირებს დაუდასტურდათ. რაც შეეხება პაკისტანს, ამ დროისთვის უცნობია, საიდან გავრცელდა ქვეყანაში ინფექცია.
კორონავირუსის შემთხვევა გუშინ საბერძნეთსა და ბრაზილიაშიც დაფიქსირდა.