ონლაინ-მოქალაქეობის პროგრამის ფარგლებში ესტონეთმა შესაძლოა საკუთარი კრიპტოვალუტა აამოქმედოს. მსოფლიოში პირველ სახელმწიფო ციფრულ ვალუტას estcoin ერქმევა. როგორც ონლაინ-მოქალაქეობის პროგრამის დირექტორი კასპარ კორიუსი საკუთარ ბლოგში წერს, კრიპტოვალუტაში ინვესტირება ესტონეთს საშუალებას მისცემს თავის მხრივ ინვესტირება მოახდინოს სამოქაალქო სექტორის მიმართულებით ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში დაწყებული "ჭკვიანი კონტრაქტებით" და დამთავრებული ხელოვნური ინტელექტით. შედეგად კი ესტონეთს შეუძლია გახდეს მომავლის "ციფრული საზოგადოების" მაგალითი.