ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს, ესტონეთის ბიზნეს-დელეგაცია ესტუმრა. მათი ინტერესის საგანს წარმოადგენს ენერგეტიკა, იურიდიული კომპანიები, ტურიზმი, არქიტექტურა, კვების მრეწველობა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ბიზნესის საკონსულტაციო სექტორი და სხვა. ესტონეთის ბიზნეს-დელეგაცია, რომელიც 29 წევრისგან შედგება, უმსხვილეს ესტონურ კომპანიებს წარმოადგენენ. ღონისძიებაზე სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრიც გამოვიდა.ბიზნესფორუმზე 100-ზე მეტი ქართული კომპანია დარეგისტრირდა. კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ პოტენციურ ბიზნეს-პარტნიორებთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ემსჯელათ. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის იანვარ-სექტემბის მონაცემებით, საქართველოსა და ესტონეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 6%-ით გაიზარდა და 7,29 მილიონი აშშ. დოლარით განისაზღვრა2016 წლის მონაცემებით, ესტონეთიდან საქართველოში 18.66 მილიონი აშშ. დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც 52%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ასევე იზრდება ტურისტების რაოდენობაც. 2017 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ესტონელი ვიზიტორების რაოდენობა 40%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით