ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ურმას რეინსალუს თქმით, რუსეთმა ესტონეთს საბჭოთა ოკუპაციისთვის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. ესტონეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით მოსკოვმა ტალინს დაახლოებით 1,2 მილიარდი ევრო უნდა გადაუხადოს.
"კითხვაზე, უნდა განვიხილოთ თუ არა წარსულში ჩადენილი უსამართლობა და წარსულში მიღებული ზიანი, ჩემი პასუხი იქნება - დიახ", - განაცხადა მინისტრმა. მან ასევე აღნიშნა, რომ სტრატეგიული გაგებით, ესტონურ-რუსული ურთიერთობების მომავალი მხოლოდ ოკუპაციის აღიარება შეიძლება იყოს.
შეგახსენებთ, 2015 წლის დეკემბერში, ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის იუსტიციის სამინისტროებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც რუსეთს ოკუპაციით გამოწვეული ზარალის კომპენსაციას სთხოვენ.