ესტონელი მომღერალი ეგერთ მილდერი საქართველოზე დაწერილი სიმღერით ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მოხვედრას ცდილობს. სიმღერის სახელწოდებაა Georgia (On My Mind) მუსიკალური რგოლი საქართველოში, კერძოდ, თბილისში, ყაზბეგში, ვარძიასა და რაბათის ციხეშია გადაღებული. როგორც მილდერი ამბობს, საქართველოში სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მის გულში ამ ქვეყანას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.