ესპანური კომპანია საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობის შესაძლებლობით დაინტერესდა. ამის შესახებ ინფორმაციას "აწარმოე საქართველოში" ავრცელებს. საუბარია ტურიზმის ინდუსტრიაში მოღვაწე ცნობილ კომპანია Iberostar Group-ზე, რომლის სასაქონლო ნიშანსაც "პირველი ხაზის" სასტუმროები წარმოადგენს, რაც სანაპიროს პირველ ზოლზე სასტუმროების განთავსებას გულისხმობს.
ცნობისთვის, კომპანია Iberostar Group, რომელიც 1956 წელს კუნძულ მალიორკაზე ჩამოყალიბდა, მსოფლიოს მასშტაბით 20-მდე ქვეყანაში მოღვაწეობს და 120-ზე მეტი მაღალი სტანდარტების მქონე სასტუმროს მფლობელია.