ესპანეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა მოსახსენიებლად გამოცხადებული 10 დღიანი გლოვის ფარგლებში, დროშები დაუშვეს. გლოვის პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, დორშები დაშვებული იქნება ყველა საჯარო შებობასა და სამხედრო-საზღვაო გემებზე.
გარდა ამისა, ქვეყანაში გარდაცვლილთა ხსოვნას წუთიერი დუმილითაც მიაგეს პატივი. სამგლოვიარო ცერემონიაში სამეფო ოჯახმა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა და პარლამენტმაც მიიღეს მონაწილეობა.
დემოკრატიული ესპანეთის ისტორიაში, 10 დღიანი ოფიციალური გლოვა, რომელიც 5 ივნისამდე გასტანს, ყველაზე ხანგრძლივია. გლოვა ოფიციალური ცერემონიით დასრულდება, რომელსაც სახელმწიფო მეთაური წარუძღვება.
ესპანეთი კორონავირუსის პანდემიით განსაკუთრებით დაზარალდა. ქვეყანაში ვირუსს 27 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.