ესპანელმა სამხედროებმა მოხუცთა თავშესაფრებში მიტოვებული მოხუცები აღმოაჩინეს, ზოგიერთი მათგანი საწოლში გარდაცვლილია, - ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის აღმოჩენის შემდეგ თავშესაფრები პერსონალმა თვითნებურად მიატოვა. გარდაცვლილი მოხუცები მორგში მუნიციპალური დამკრძალავი სერვისის სპეციალურად აღჭურვილმა თანამშრომლებმა უნდა გადაიყვანონ, რასაც, ხელისუფლების განმარტებით, დაახლოებით 24 საათი დასჭირდება.
შეგახსენებთ, ესპანეთში კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი ჩინეთისა და იტალიის შემდეგ. გასულ დღეს, ქვეყანაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 2 182-ს მიაღწია.