ესპანეთის მილიონობით მოქალაქის მობილური ტელეფონი სამთავრობო პროგრამის ნაწილი გახდა, რომლის მიზანიც მოსახლეობის გადაადგილებაზე უკეთესი წარმოდგენის შექმნაა.
პროექტში ქვეყნის სამი უმსხვილესი მობილური კომპანია მონაწილეობს. ისინი მთავრობას ქსელში ჩართული მობილური ტელეფონების გადაადგილების შესახებ აწვდიან ინფორმაციას. თუმცა, პროგრამას ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. ისინი მიიჩნევენ, რომ კომპანიები პირადი მონაცემების ხელშეუხებლობას არღვევენ. სტატისტიკის სააგენტო ესპანელების გადაადგილებას 8 დღის განმავლობაში დააკვირდება და დაადგენს, სად და როდის გადაადგილდებიან მოქალაქეები. შემდეგ ამ მონაცემებს საზოგადობრივი ტრანსპორტის მიმოსვლის და საჯარო სერვისების გასაუმჯობესებლად გამოიყენებს.