ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა - Palitra News

ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

2020-03-19 13:21:02+04:00

ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გაავრცელა. ჩიქოვანის ინფორმაციით, 74 წლის ქალს ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა. მისივე თქმით, დიპლომატიური სამსახური გარდაცვლილის ოჯახს ეხმარება მათ ყველა საჭირო პროცედურების მოგვარებაში.