ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა. ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის მანძილზე ვირუსის 7000-მდე შემთხვევა გამოვლინდა, რითაც საერთო დადატურებული რაოდენობა 102 136 -მდე გაიზარდა.
ამასთან, ესპანეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით 865 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსს მთლიანობაში 9 050-ზე მეტი პირი ემსხვერპლა. ამ მონაცემებით, ესპანეთი აშშ-სა და იტალიის შემდეგ, ინფიცირებულთა რიცხვით მესამე ადგილზეა.
ქვეყანაში 5,872 შემთხვევა კრიტიკულად მძიმეა, ხოლო 22,647 ადამიანი კორონავირუსისგან განიკურნა.