ესპანეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით კიდევ 849 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 8,189 შეადგინა.
ამასთან, ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების შემდგმომ, გასულ 24 საათში დაინფიცირების შემთხვევები რეკორდულად მაღალი იყო. ერთ დღე-ღამეში კიდევ 9 000-ზე მეტ ადამიანს გამოუვლინდა ინფექცია, ხოლო დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 94,417 შეადგინა.
ამ მონაცემებით, ესპანეთი აშშ-სა და იტალიის შემდეგ, ინფიცირებულთა რიცხვით მესამე ადგილზეა. ქვეყანაში 5,607 შემთხვევა კრიტიკულად მძიმეა, ხოლო 19,259 ადამიანი კორონავირუსისგან განიკურნა.
როგორც "ევრონიუსი" იუწყება, ქვეყნის ჯანდაცვის სამსახურები პანდემიის გამო ბევრგან გადატვირთულია. ქვეყანამ რამდენიმე დღის წინ გადაადგილებაზე შეზღუდვები კიდევ უფრო გაამკაცრა.