12:12
30 ივლისი, 2021, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ესპანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იანვარში დაიწყება და უფასო იქნება
23-11-2020

ესპანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იანვარში დაიწყება და უფასო იქნება. ამ ინფორმაციას ესპანური მედი ავრცელებს. მათი თქმით, ესპანეთის ხელისუფლებამ ვაქცინის შესაძელად 1 მილიარდ ევრო უკვე გამოყო და 2021 წლის დასაწყისში ისინი კომპანია Pfizer-ის ვაქცინის 20 მილიონ დოზას შეიძენენ.  ამასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს ესპანეთსა და AstraZeneca-ს შორის კანდიდატი ვაქცინის 31 მილიონი დოზის შესყიდვაზე. ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის თქმით, თავდაპირველად ვაქცინაცია იმ პირებს ჩაუტარდებათ, რომლებიც მოწყვლად ჯგუფებს მიეკუთვნებიან, შემდეგ კი მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება. პრემიერი იმედოვნებს, რომ 6 თვეში ესპანეთის მოსახლეობის ძირითადი ნაწილის ვაქცინაცია განხორციელდება. კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით ესპანეთი საფრანგეთის შემდეგ მე-2 ადგილზეა ევროპაში. ქვეყანაში ვირუსის 1.5 მილიონზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ვირუსს 42 600 ადამიანი ემსხვეპრლა.

AutoPlay
იაპონია საგანგებო მდგომარეობას ახანგრძლივებს
გამოქვეყნდა 2 წუთის წინ
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი - "დელტა" ვარიანტი ისეთივე გადამდებია, როგორც ჩუტყვავილა და მძიმე დაავადების გამოწვევა შეუძლია
გამოქვეყნდა 3 წუთის წინ
საქსტატი - ივნისში საქართველოს ეკონომიკა 18.7 პროცენტით გაიზარდა
გამოქვეყნდა 5 წუთის წინ
"თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციის დროს მოძალადე კიდევ ორი პირი დააკავეს
გამოქვეყნდა 5 წუთის წინ
მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით სამომავლო გეგმები გააცნო
გამოქვეყნდა 9 წუთის წინ
გიორგი გახარია - სამწუხაროდ, მმართველი ძალა ზუსტად დაემსგავსა "ნაციონალურ მოძრაობას" 2012 წელს
გამოქვეყნდა 11 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები