ესპანეთის ქალაქ ტარაგონაში მდებარე ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა, დაღუპულია სულ მცირე ერთი და დაშავებულია რვა ადამიანი. დაშავებულთა მდგომარეობა მძიმეა. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, აფეთქება, რომელიც ბარსელონადან 115 კილომეტრში მოხდა, იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი ხმა 50 კილომეტრის რადიუსში გაისმა და სახლების კედლებიც კი შეარყია. მათ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელეს, სადაც ცეცხლის ალი და კვამლის დიდი სვეტი ჩანს. ქალაქ ტარაგონაში 1,200 ჰექტარი ქიმიური ჰაბი - ChemMed-ი 2015 წლიდან ფუნქციონირებს, იგი სიდიდით ყველაზე დიდი ასეთი სახის ჰაბია სამხრეთ ევროპაში.