ესპანეთის ლიგა ენდესას უკანასკნელი ტური, ცალსახად ძალიან საინტერესო გამოდგა, თუმცა ქართველი კალათბურთელების გუნდებისთვის ეს მე-17 ტური მარცხით დასრულდა. გიორგი შერმადინის უნიკახა, გასვლაზე ობრადოიროს დაუპირისპირდა და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 89-86 დამარცხდა. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე არასრული 19 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულის 1 შედეგიანი გადაცემის და 6 მოხსნის მოგროვება შეძლო. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ვლადიმირ ბროდზიანსკი დასახელდა, რომელმაც 19 ქულა 1 პასი და 7 მოხსნა მოაგროვა. უნიკახა 11 მოგებით და 6 მარცხით ესპანეთის ჩემპიონატში მეხუთე ადგილს იკავებს. ასევე დამარცხდა თორნიკე შენგელიას და მეთ ჯენინგის ბასკონია, რომელიც სახლში გათამაშების ლიდერს, ბარსელონას დაუპირისპირდა. ბასკონიამ მეტოქესთან 82-73 წააგო, ქართველ ფორვარდს, თორნიკე შენგელიას, მატჩში მონაწილეობა ტრავმის გამო არ მიუღია. იგი კიდევ კლუბს რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება. საქართველოს ნაკრების ნატურალიზირებულ ამერიკელს, მეთ ჯენინგს კი კარგი მატჩი ნამდვილად ვერ გამოუვიდა. მან 29 წუთში 3 ქულა 1 პასი და 1 მოხსნა მოაგროვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ბარსას კაპიტანი ანტეტ ტომიჩი დასახელდა, რომელმაც 17 ქულის 1 პასის და 9 მოხსნის მოგროვება შეძლო. ბასკონია 12 მოგებით და 5 მარცხით ესპანეთის ლიგა ენდესას მესამე პოზიციას იკავებს.