ესპანეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით 743 ადამიანი დაიღუპა - Palitra News

ესპანეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით 743 ადამიანი დაიღუპა

2020-04-07 16:36:13+04:00

ესპანეთში, ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსი 5478 ადამიანს დაუდგინდა, რითაც დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 140 510-მდე გაიზარდა.

ამასთან, ქვეყანაში ბოლო 24 საათის მანძილზე 743 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რაოდენობამ მთლიანობაში 13 798-ს მიაღწია.

შეგახსენებთ, ესპანეთში აშშ-ის შემდეგ კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.