ბოლო მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ესპანეთში კორონავირუსით კიდევ 514 ადამიანი გარდაიცვალა.
BBC წერს, რომ ქვეყანაში სიტუაცია სწრაფად უარესდება. ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ამ დროისთვის ესპანეთში ვირუსით მთლიანობაში 2,696 ადამიანია დაღუპული, ხოლო ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 39,673-ია. დაავადებულთა შორის 5,400-მდე ადამიანი სამედიცინო სფეროს თანამშორმელია. მადრიდში, კატალონიასა და ბასკეთის მხარეში გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.
აღსანიშნავია, რომ ესპანეთში 3,794 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ევროპაში, ესპანეთი და იტალია კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნებია.