ესპანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 1 500-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა და საერთო ჯამში, ქვეყანაში დაინფიცირებულთა რიცხვმა 5 753 შეადგინა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაინფიცირებულებს შორის 3 000 დედაქალაქ მადრიდში იმყოფება. ბოლო მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსს 136 ადამიანი ემსხვერპლა. 13 მარტს ესპანეთის პრემეირ-მინსიტრმა პედრო სანჩესმა ქვეყანაში საგანგებო მგომარეობა გამოაცხადა, რაც ხელსიუფლებას საშუალებას მისცემს გარკვეული დაწესებულებები დახუროს.
აღსანიშნავია, რომ ევროპაში იტალიის შემდეგ ესპანეთში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.