ესპანეთის ვიცე-პრემიერი კარმენ კალვო კორონავირუსით დაინფიცირდა. ამ ინფორმაციას ესპანეთის მთავრობაში ადასტურებენ. მეორედ ჩატარებულმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. ვიცე-პრემიერი 22 მარტს რესპირატორული ინფექციით საავადმყოფოში გადაიყვანეს. კალვოს ჯანმრთელობა უკეთესდება, რომელიც საავადმყოფოში, იზოლირებულ პალატაში მკურნალობს.
ესპანეთის მთავრობაში კორონავირუსი ორ წევრს - ტერიტორიული პოლიტიკის საკითხთა და თანასწორობის საკითხთა მინისტრებს დაუდგინდათ. თვითიზოლაციაში იმყოფება დედოფალი ლეტიცია.