ესპანეთის კოა დელ რეის ნახევარფინალში ესპანური სუპერკლასიკო გაიმართება. პირველი დაპირისპირება ნოუ კამპზე შედგა, სადაც გუნდებმა ფრედ 1-1 ითამაშეს. დღეს 23 საათსა და 55 წუთზე კი განმეორებით დაპირისპირებას სანტიაგო ბერნაბეუ უმასპინძლებს. ორივე გუნდის შემადგენლობა ფაქტობრივად ოპტიმალურია. ბარსას რიგებში არტური და სილესენი დაბრუნდნენ, თუმცა რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით ლუის სუარესს მიკრო ტრავმა აღენიშნება, რის გამოც მისი თამაშის საკითხი უშუალოდ მატჩის წინ გადაწყდება. მადრიდის რეალის შემადგენლობაში არანაირი დანაკლისი არარის და სანტიაგო სოლარის ამ მხრივ პრობლემა არ აქვს. შეგახსენებთ, რომ 2 მარტს კიდევ ერთი ელ კლასიკო გიამართება, რომელიც უკვე ესპანეთის ლალიგის ეგიდით ჩატარდება. მატჩი კვლავ სანტიაგო ბერნაბეუზე იქნება.