ესპანეთის თანასწორობის მინისტრს, ირენე მონტეროს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. კარანტინშია გადაყვანილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოადგილეც. შესწორებები შევიდა მთავრობის სხდომის დღის წესრიგში. შეხვედრას მხოლოდ ის მინისტრები დაესწრებიან, რომელთაც კორონავირუსის წინააღმდეგ ზომების მიღების შესახებ საკვანძო გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ.
ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პოლიტიკოსებთან ონლაინ კონფერენციებს გამართავს.
მიმდინარე მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსის 2277 შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულთა რაოდენობამ კი 55-ს მიაღწია.