ესპანეთის სამხრეთ რეგიონში ჭაში ჩავარდნილი 2 წლის ბავშვის ამოყვანის სამუშაოები გრძელდება. მცირეწლოვანი 25 სანტიმეტრის სიგანის ჭაბურღილში 13 იანვარს მაშინ ჩავარდა, როდესაც იგი მშობლებთან ერთად აგარაკზე იმყოფებოდა. ჭაბურღილი 100 მეტრის სიმაღლისაა, რის გამოც ბავშვის ამოყვანა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ინჟინრების გადაწყვეტილებით, ჭაბურღილის ფსკერამდე მიღწევას მიწის გამოთხრით ცდილობენ. 53 მეტრი უკვე გათხარეს. სამაშველო სამუშაოებში ესპანელი მაშველებისა და ინჟინრების გარდა, იმ შვედური კომპანიის სპეციალისტებიც მონაწილეობენ, რომლებიც დაახლოებით 7 წლის წინ ჩილეში მაღაროში ჩარჩენილი 33 ადამიანი ამოიყვანეს.