ესპანეთის პროკურატურამ რუსეთს ოფიციალურად მიმართა, ე.წ. კანონიერი ქურდის, ტარიელ ონიანის ექსტრადირების მოთხოვნით. ოფიციალურ დოკუმენტში ესპანეთის პროკურატურა აღნიშნავს, რომ "კანონიერ ქურდს" ტარიელ ონიანს ბრალად ედება ფულის გათეთრება ესპანეთის ტერიტორიაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ესპანეთის პროკურატურა ტარიელ ონიანისთვის 8-წლიან პატიმრობასა და 50 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდას ითხოვს.ესპანეთის პროკურატურა იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი ითანამშრომლებს მათთან ტარიელ ონიანის საქმეზე.