ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა მადრიდის ნატო-ს სამიტზე განაცხადა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ნატო-ს ურთიერთობა რუსეთთან, პარტნიორობიდან მათ მთავარ საფრთხედ იქცა. მისი თქმით, 2010 წელს, ნატო-ს ბოლო ათწლეულის სტრატეგიული კონცეფცია ლისაბონში დამტკიცდა, სადაც რუსეთს სტრატეგიული პარტნიორი უწოდეს. ახლა კი პირიქით, მადრიდში, ნატო-ს სტრატეგიული კონცეფცია რუსეთს მოკავშირეებისთვის მთავარ საფრთხეს უწოდებს.