23:48
1 ივლისი, 2022, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ესპანეთის პრემიერი - მხარს დავუჭერ საქართველოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პერსპექტივის აღიარებას - შეგიძლიათ ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ, რათა დაიწყოს რეფორმების პროგრამა
23-06-2022

მხარს დავუჭერ საქართველოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პერსპექტივის აღიარებას - თქვენ შეგიძლიათ ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ, - ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი წერილში აღნიშნავს, რომლითაც ის საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიმართავს.

 

ამასთან, წერილში აღნიშნულია, რომ ესპანეთი მხარს დაუჭერს კომისიის წინადადებას, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც დასკვნაში ასახული რეკომენდაციები განხორციელდება.

 

„ქალბატონო პრეზიდენტო, მადლობას მოგახსენებთ თქვენი წერილისათვის, რომელიც თარიღდება 20 ივნისით, სადაც ითხოვდით ესპანეთის მთავრობის მხარდაჭერას ევროპის საბჭოს ხმის მიცემისას, რომელიც გაიმართება 23 და 24 ივნისს, საქართველოსა და ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობების შესახებ.

 

მართლაც ჩვენ ვდგავართ გადამწყვეტი მომენტის წინაშე ევროპის მშენებლობის პროცესში და ევროპულმა ყველა სახელმწიფომ უნდა შეიტანოს წვლილი უფრო შეკრული და სამართლიანი კავშირის ჩამოყალიბებაში.

 

ამ კონტექსტში მინდა დავადასტურო ესპანეთის მხარდაჭერა ევროსაბჭოს მომავალ შეკრებაზე, რომელიც გაიმართება 23 და 24 ივნისს. ჩემი ხელისუფლება უერთდება და მხარს უჭერს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც 17 ივნისის დასკვნაშია მოცემული, რომელიც ევროსაბჭოს კომისიამ გამოსცა. შესაბამისად, მხარს დავუჭერ საქართველოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პერსპექტივის აღიარებას. ასევე, ჩვენ მხარს დავუჭერთ კომისიის წინადადებას, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც დასკვნაში ასახული რეკომენდაციები განხორციელდება.

 

მივესალმები საქართველოს გადაწყვეტილებას მიმართოს ევროკავშირში გაწევრიანებას. თქვენ შეგიძლიათ ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ, რათა დაიწყოს რეფორმების პროგრამა, რომელიც გამოიწვევს ქვეყნის ტრანსფორმაციას და ადაპტაციას და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მატერიალიზებას. ისეთ ქვეყნებს, როგორიც ესპანეთია ჩვენ უკვე საკუთარ თავზე გამოვცადეთ და გავიარეთ გაწევრიანების აღნიშნული ფასი, გვესმის გამოწვევის სიდიდე, მაგრამ, ასევე პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური სარგებელი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

 

საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის მკაფიო ნება, დაიკავოს თავისი კანონიერი ადგილი ევროპულ ოჯახში, იქნება საუკეთესო საშუალება საქართველოს წინსვლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.

 

ვსარგებლობ შემთხვევით, რომ გამოვხატო ჩემი ღრმა პატივისცემა“, - აღნიშნულია წერილში.

AutoPlay
დმიტრო კულება - რუსეთის ტერორისტული სახელმწიფო განაგრძობს ომს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ - მოვუწოდებ პარტნიორებს, რაც შეიძლება მალე მიაწოდონ უკრაინას თავდაცვის სისტემები
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
კელი დეგნანი ოხანაშვილი-წერეთლის დაპირისპირებაზე - ძალადობა არის მიუღებელი - იმედგაცრუებული დავრჩით, რომ ამ ინციდენტმა გადაფარა ჩვენი ღონისძიება, რომელიც არაჩვეულებრივი იყო და აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
კულტურის სამინისტრომ ანსამბლ „მართვეს“ საჩუქრად სასცენო სამოსი გადასცა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
ოლენა ზელენსკა - უკრაინა გააკეთებს ყველაფერს, რომ რუსეთის დანაშაულებს არც ერთი გამართლება არ მოეძებნოს მსოფლიოში
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
აპირებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას შეწყალებას
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
ანა ბუჩუკური - ქართული ოცნების" წარმომადგენლებს მინდა რიტორიკული კითხვა დავუსვა - რა იქნებოდა ჩვენი გუნდის პროპორციული პასუხი იმ პირად შეურაცხყოფაზე, რასაც მასიურად აქვს ადგილი ჩვენი გუნდის და ლიდერის მიმართ
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები