ანტიტერორისტული ოპერაციის დროს, ესპანეთის პოლიციამ ბარსელონაში ალჟირის ორი მოქალაქე დააკავა. ინფორმაციას „როიტერი“ კატალონიის რეგიონულ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოძიებასთან კავშირში მყოფი წყაროს ცნობით, ორი ალჟირელი ტერორისტულ თავდასხმას ესპანეთის რადიოსადგურ Cadena SER-ზე ამზადებდა. რეგიონულმა პოლიციამ ამ საკითხზე კომენტირებისგან თავი შეიკავა. მაისში პოლიციამ ბარსელონაში ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი მაროკოელი მამაკაცი დააკავა, რომელიც მათი ინფორმაციით, შეიარაღებულ თავდასხმას გეგმავდა.
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან 5 ივლისამდე პერიოდში, ქვეყანაში სულ 16 ეჭვმიტანილი ჯიჰადისტი მებრძოლი დააკავეს.