ესპანეთის პოლიციამ 9 კატალონიელი აქტივისტი დააკავა. უცხოური მედიის ინფორმაციით, მათ აღმოუჩინეს მასალები, რომელთა გამოყენებაც შეიძლება ასაფეთქებელი ნივთიერებების შესაქმნელად. პოლიცია ვარაუდობს, რომ დაკავებულები ძალადობრივ აქტებს გეგმავდნენ. სამართალდამცავების განცხადებით, შესაძლოა, კიდევ დააკავონ ეჭვმიტანილები.
გამოძიება და სპეცოპერაციები მიმართულია ადგილობრივი დაჯგუფებების წინააღმდეგ, რომლებიც მოქმედებენ "რესპუბლიკის დაცვის კომიტეტის" სახელით.
2017 წელს კატალონიელი სეპარატისტების ლიდერების დაპატიმრების შემდეგ ეს კომიტეტი საპროტესტო აქციებს აწყობდა მთელი კატალონიის მასშტაბით, თუმცა აქციები ესპანეთის ამ მხარეში ყოველთვის მშვიდობიანი იყო და ბასკებისგან განსხვავებით ძალადობისთვის არ მიუმართავთ.