ესპანეთის მთავრობამ კატალონიაში პოლიციის დამატებითი ძალების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს.
ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ფერნანდო გრანდე-მარლასკას, განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ბარსელონაში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები არეულობაში გადაიზარდა.
პოლიციის ცნობით, აქტივისტებმა მთავრობის შენობების შტურმიც სცადეს, რა დროსაც პოლიციასთან შეტაკებები მოხდა. სამართლდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დემონსტრანტებმა ქუჩებში ცეცხლი წაუკიდეს სხვადასხვა საგნებს. არიან დაშავებულებიც. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ 51 ადამიანი დააკავა.
საპროტესტო აქციები რეგიონში 14 ოქტომბერს დაიწყო, მას შემდეგ რაც ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიელ ლიდერებს ამბოხისთვის პატიმრობა მიუსაჯა, ასევე კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის დაკავების ორდერი გასცა.