ესპანეთის ხელისუფლება კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე სეპარატისტული ჯგუფის ლიდერებს შეიწყალებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა.
მისი თქმით, 2017 წელს კატალონიის დამოუკიდებლობის მოპოვების მცდელობისათვის დაკავებულ 9 პირს გაათავისუფლებენ.
„გპირდებით, რომ ყველაფერს ვიღონებ, რათა საკანონდებლო ორგანომ ისინი შეიწყალოს. შეთანხმების მისაღწევად ვიღაცამ ყოველთვის უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი და ამას ესპანეთის ხელისუფლება გააკეთებს“ - განაცხადა სანჩესმა.