ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის სამხრეთით მდებარე ქალაქი არგანდა დელ რეი წყალდიდობამ მნიშვნელოვნა დააზარალა. უხვი ნალექის შედეგად ქუჩებში სატრანსპორტო მოძრაობა შეწყდა. დაიტბორა სახლებიც.
როგორც ესპანეთის მეტეოროლოგიური სამსახური იტყობინება, არსებობდა საფრთხე რომ მადრიდის ცალკეული ქუჩებიც დატბორილიყო.
წყალდიდობას ებრძვიან ასევე ქალაქ ალიკანტესა და მურსიაში.
რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად ესპანეთში სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა. წყლის ნაკადმა წაიღო ავტომობილები ვალენსიაში.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო დღეებში ნალექის რაოდენობა შემცირდება და წყალდიდობის საფრთხე არარ იქნება.