ესპანეთში შეზღუდვების მოხსნა გრძელდება. დღეიდან ქვეყნის გარკვეული რეგიონები პირველ ფაზაში შედიან, ხოლო დანაჩენები პირველი ფაზიდან მეორეში გადადიან.
აღსანიშნავია, რომ პირველი ფაზა გულისხმობს სამშენებლო სამუშაობის დაწყებას, სავაჭრო ცენტრების, გარკვეული მაღაზიებისა და მუზეუმების გახსნას. მეორე ფაზის ფარგლებში, ადგილობრივი საბჭოები მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ რამდენი პირი უნდა დაუშვან პლაჟებზე, რათა მოხდეს ორმეტრიანი დისტანციის დაცვა დამსვენებლებს შორის. იგივე წესები იმოქმედებს პარკებსა და სხვა ღია სივრცეებში.
ბოლო მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსის 282 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 28 752 ადამიანი ემსხვერპლა.