"ეშმაკს აცვია პრადა", ამერიკელი მწერლის სცენარისტისა და ჟურნალისტის, ლორენ ვაისბერგერის სადებიუტო წიგნი. ორიგინალი დაწერიალია ინგლისურად, ნათარგმნია არაერთ ენაზე, მათშორის ქართულადაც. ორიგინალი 2003 წელს ამერიკაში გამოიცა. მან გამოსვლისთანავე დაიკავა ადგილი ყველაზე გაყიდვად წიგნებს შორის და 6 თვის განმავლობაში შეინარჩუნა ნიუ-იორკ თაიმსის ბესთსელერის სტატუსი. „ეშმაკს აცვია პრადა“ -ზე გამოცემის უფლება მალევე 23 ქვეყნის გამომცემლებმა მოიპოვეს.რომანის მთავარი გმირი, უნივერსიტეტის ახალი კურსდამთავრებული, პროვინციელი გოგონა ანდრეა საქსია, რომელიც მაღალი მოდის სამყაროს შუაგულში აღმოჩნდება! ის მუშაობას უმსხვილეს ჰოლდინგში იწყებს, საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადადის და მსოფლიოს წამყვანი მოდის ჟურნალის, „პოდიუმის“ მთავარი რედაქტორის, მირანდა პრისტლის თანაშემწე ხდება. მასთან ურთიერთობისას ის მალევე აღმოაჩენს როგორი დაუნდობელია მოდის სამყარო.