მშობლების 90%-ი აღიარებს, რომ მათი ბავშვები დღის მანძილზე 4-5 საათს ატარებენ ტელევიზორთან, მობილურ ტელეფონთან ან გაჯეტებთან. უფროსებისთვის ტელევიზორთან ან კომპიუტერთან გატარებული 5 საათი არ წარმოადგენს საგანგაშო ფაქტორს, მაგრამ პატარა ბავშვებისთვის ელექტრონული გაჯეტები უბრალოდ დამანგრეველ ეფექტს იძლევა. ფსიქოლოგმა მარიუს ზამფირმა გამოიგონა ტერმინი "ვირტუალური აუტიზმი" და გაუზიარა კოლეგებს საკუთარი გამოკვლევების შედეგები: "უმეტეს შემთხვევევბში, ბავშვებს, რომლებსაც 5 საათით ტოვებდნენ ეკრანებთან ვირტუალურ რეალობასთან, გამოუვლინდათ ფსიქომოტორული განვითარების, მეტყველების და ქცევის დარღვევები."ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სიმპტომებით "ვირტუალური აუტიზმი" არაფრით განსხვავდებოდა კლასიკური აუტიზმისგან. განსხვავება მდგომარეობდა მხოლოდ იმაში, რომ პირველ შემთხვევაში საქმე გვქონდა ბიოლოგიურ- ნევროლოგიურ განუვითარებლობასთან, ხოლო მეორე შემთხვევაში - ნეიროგანვითარების არარსებობასთან, რომელიც გამოწვეულია.