"ეს უკვე ძალიან ცუდია, სად არის დაცვა" - ჩხუბი გულშემატკივრებს შორის და შეწყვეტილი მატჩი "ლოკომოტივის" სტადიონზე - Palitra News

"ეს უკვე ძალიან ცუდია, სად არის დაცვა" - ჩხუბი გულშემატკივრებს შორის და შეწყვეტილი მატჩი "ლოკომოტივის" სტადიონზე

2017-08-11 21:19:10+04:00

"ლოკომოტივის“ სტადიონზე გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სტადიონზე ერთმანეთს ქუთაისის ”ტორპედოსა” და თბილისის ლოკომოტივის” ფეხბურთელები ეთამაშებოდნენ, როდესაც გულშემატკივრებიდან ერთმა მოქალაქემ სტადიონზე მაშხალა ისროლა.

ინციდენტის დროს თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა და მსაჯები თამაშის გაგრძელებას ვარაუდობდნენ, თუმცა გულშემატკივრებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მატში შეწყდა, ხოლო სიტუაციის განმუხტვა რამდენიმე წუთში სამართალდამცველებმა მოახერხეს.