14:38
17 ოქტომბერი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
ეს უჩვეულო და უნიკალური მეთოდი შვებას მილიონობით ადამიანს მოუტანს - რას გულისხმობს ართრიტის მკურნალობა საკუთარი ცხიმის ინექციებით?
19-07-2019

მოგეხსენებათ, ართრიტი მთელ მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკულად განუკურნებელი დაავადებაა. ქირურგმა საუდის არაბეთიდან შეიმუშავეს მეტად უჩვეულო და ამავდროულად უნიკალური სამკურნალო მეთოდი - ართრიტის მკურნალობა საკუთარი ცხიმის ინექციებით. მათი აზრით, ეს კარდინალურად განსხვავებული მეთოდი მილიონობით ადამიანს მოუტანს შვებას.

ინოვაციური მეთოდი გულისხმობს დაზიანებულ სახსარში ინექციის გზით პაციენტის ცხიმის შეყვანას. კლინიკური კვლევა ამ მეთოდმა გაიარა მუხლის სახსრის ანთების მქონე ასობით პაციენტზე. ინექციების შემდეგ მათ საგრძნობლად გაუუმჯობესდათ მდგომარეობა. სახსარში შეყვანილი ცხიმი სახსრის მყესოვან აპარატს უნარჩუნებს ჯანმრთელობას, ის უზრუნველყოფს  სახსარში
მონაწილე ძვლების სასახსრე ზედაპირების გაპოხვას ერთგვარი საცხის სახით, შედეგად სახსრის ფუნქცია უმჯობესდება, მცირდება ხახუნი და ტკივილი.

სახსარში შესაყვან ცხიმს საკუთრივ პაციენტის ორგანიზმიდან იღებენ, კონკრეტულად რომელი უბნიდან, ამას თავად პაციენტი წყვეტს. პროცედურა ადგილობრივი ანესთეზიით ტარდება. ცხიმი აღების შემდეგ გარკვეულ დამუშავებას გადის და ამის შემდეგ შეჰყავთ სასახსრე ნაპრალში. პაციენტებს გარკვეული დროით ანტიბიოტიკოთერაპია და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები ენიშნებათ. შედეგი მალევე ვლინდება.


გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
vaja
21-07-2019
sad ketdeba es
სხვა სიახლეები