ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს ოპოზიციის წარმომადგენლები უარყოფითად აფასებენ. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის შეფასებით, ივანიშვილი ისტორიული ფაქტების დამახინჯებას და სათავისოდ მორგებას ცდილობს. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით კი ბიძინა ივანიშვილის "სენტიმენტები" მკაცრი საარჩევნო კალკულაციით არის განპირობებული და მას ახლა სჭირდება ვიღაცის გულის მოგება. შეგახსენებთ, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ღია წერილს ავრცელებს. ყოფილი პრემიერი 1989 წლის 9 აპრილიდან დღემდე ქვეყნის მიერ განვლილ გზას აფასებს, შედეგებს აჯამებს და მიიჩნევს, რომ "წარსულში მიბრუნება დღეს სრულიად წარმოუდგენელია".