თანამედროვე მედიცინის მნიშვნელოვანი მიღწევების მიუხედავად, კიდურების მოტეხილობა სერიოზულ პრობლემად რჩება, რადგან, უმნიშვნელო მოტეხილობებსაც კი რამდენიმეკვირიანი თაბაშირის ნახვევი მოსდევს, სერიოზული მოტეხილობები კი ხშირად პაციენტთა დაინვალიდებით სრულდება.
მეცნიერება წინ მიდის და ამ სფეროში მოღვაწე მეცნიერები ტრადიციული თაბაშირის ნახვევის შეცვლისთვის ისეთი ინოვაციური ინსტურმენტების გამოყენებას გვირჩევენ, როგორებიცაა ულტრაბგერითი თერაპია, ღეროვანი უჯრედები და გენური ინჟინერია. ყოველივე ეს მოტეხილობათა მკურნალობის უახლესი ტექნოლოგიებია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში შემუშავეს.
დამოუკიდებელ ექსპერტთა აზრით, მოტეხილობათა მკურნალობის ამ ახალ მეთოდს კარგი პერსპექტივა აქვს. ეს ტექნოლოგია, სავარაუდოდ, ძალიან მალე რეალურად დაიმკვიდრებს პოზიციას და ნამდვილ რევოლუციას მოახდენს ძვლების მოტეხილობათა თერაპიაში.