ცინცინათის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ლაბორატორიაში ღეროვანი უჯრედებისაგან საყლაპავი მილი გაზარდეს. ექსპეტრების განცხადებით აპრობირებული მეთოდიკა მომავალში სიმსივნით ან ტრავმის შედეგად დაზიანებულ ორგანოთა შეცვლის შესაძლებლობებს ქმნის.ცნობილია, რომ ცინცინატის უნივერსიტეტის თანამშრომლები წლობით აკვირდებოდნენ და შეისწავლიდნენ გენთა ჩართვა-გამორთვის თავისებურებებს ტრაქეისა და საყლაპავის ფორმირებისას ჩანასახოვან ვირთაგვებსა და ბაყაყებზე. სწორედ ამით გაარკვიეს მეცნიერებმა ის, თუ როგორ ფორმირდება ღეროვანი უჯრედებისგან საყლაპავის ქსოვილები.დადგინდა, რომ მთავარ როლს საყლაპავისა და ტრაქეის ქსოვილებად უჯრედთა დიფერენცირებაში თამაშობს გენი - Sox2. როცა ამ გენს თიშავდნენ სუნთქვის ორგანოთა ფორმირება ხდებოდა, მისი აქტივაციისას კი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქსოვილთა განვითარება მიმდინარეობდა. მეცნიერებმა შეძლეს ისეთი პირობების შექმნა, რომელშიც გენი Sox2 ორი თვის განმავლობაში გააქტიურებული დარჩებოდა. შედეგად მიიღეს საყლაპავის ქსოვილთა ზრდა და ორგანოს მინიატურული ვერსიის ფორმირება. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ეს საინტერესო მიღწევა დიდ ცვლილებებს გამოიწვევს მედიცინაში.