ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ განცხადებას აქვეყნებს. ზაზა სარალიძის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, რომელსაც თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, ხელმოწერების ბლანკი აქვს დატანილი, აღნიშნულია, რომ ხელისუფლება ვალდებულია ხალხის ინტერესებს ერგებოდეს და თუ ეს ასე არ ხდება, ის ხალხის და სიმართლის მტერია.
"მკვლელის დამალვა არაფერია, ვიდრე სიმართლის დამალვა და რაც უფრო ღრმად დაიმალება მით უფრო უფსკრულისკენ წავა ჩვენი ქვეყნის ბედიც და მომავალიც, რომელი მომავალიც ჩვენ უნდა შევქმნათ სიმართლეში ან ტყუილში. არც ერთი ხელისუფლება არ იქნება დამნაშავე, თუ ჩვენ მათ მივეცით ნება თავიანთი პირადი ინტერესებით გვმართოს! ხელისუფლება ვალდებულია ხალხის ინტერესებს ერგებოდეს და თუ ეს ასე არ ხდება, ის ხალხის და სიმართლის მტერია“, - წერს ზაზა სარალიძე.