საკვებ პროდუქტებსა და მედიკამენტებზე სანიტარული კონტროლის სამმართველოს ამერიკელმა მარეგულირებლებმა, მონიტორინგის ციფრული სისტემის პირველი სამკურნალო საშუალების გამოყენების ნებართვა დაამტკიცეს. ეს სისტემა აბის გადაყლაპვას აფიქსირებს. სხეულის შიგნით ის სმარტფონზე სიგნალებს აგზავნის.Abilify MyCite საშუალება ნებადართულია შიზოფრენიისა და განწყობის მოშლილობის სამკურნალოდ. ძირითადია არიპიპრაზოლის აბები. ისინი დაკომპლექტებულია სენსორით, რომლის ზომაც ქვიშის მარცვალს არ აღემატება. სწორედ ის აგზავნის სიგნალებს პლასტირზე. შემდეგ პლასტირი მონაცემებს გადასცემს სმარტფონს ან შეტყობინებას აგზავნის ჯანდაცვის სისტემის ონლაინ-პორტალზე. ეს საშუალებას იძლევა გაკონტროლდეს მკურნალობის კურსი არა მარტო პაციენტის, არამედ მისი ექიმის მიერ.
სისტემა იდეალურად მუშაობს იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს აბის მიღება ავიწყდება. მაგალითისთვის, სტატისტიკის თანახმად, კარდიოლოგიური პაციენტების დაახლოებით ნახევარი, თავის წამლებს რეგულარულად არ სვამს.