მეტეორიზმის დროს ბევრი ქრონიკულად და დიდი დოზებით იყენებს ნახშირს, უნდა გაითვალსიწინოთ: ნახშირი სამკურნალო საშუალება არ არის, ის ადსორბენტია, რომელიც შთანთქავს აირებს, ტოქსინებს, მავნე ნივთიერებებს. ნახშირი სასურველია დაფხვნილი სახით მიიღოთ, რათა მისი ადსორბციული ზედაპირი გაიზარდოს. ერთ ჯერზე 8-10 აბის მიღებაც კი შეიძლება.ერთ-ორ მიღებაზე, თუნდაც დიდი დოზებით, ის ორგანიზმზე უარყოფით გავლენას არ ახდენს, მაგრამ ქრონიკულად და უზომოდ მისი მიღებ არ შეიძლება. უნდა გახსოვდეთ, რომ ნახშირი სიმპტომური საშუალებაა და არა სამკურნალო პრეპარატი. მეტეორიზმი -აირების დაგროვების გამო მუცლის გაბერვა კი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გარკვეულ ფუნქციათა დარღვევის მანიშნებელი სინდრომი.აუცილებელია ამ დარღვევათა საგულდაგულოდ გამოკვლევა, სათანადო ანალიზი, გამომწვევ მიზეზთა გამოვლენა და მათი ლიკვიდაცია.