"დისნეის" მულტფილმების გმირები ხშირად გვახსენებენ ჰოლივუდს და ეს უბრალო დამთხვევა არ არის. უკვე კარგა ხანია, რაც კინოვარსკვლავები დიდი სიხარულით თანხმდებიან ანიმაციური ფილმების შექმნას და გახმოვამნებასაც სრული სერიოზულობით ეკიდებიან. თან ეს საქმე ძალიან მომგებიანიც გახდა ჰოლივუდში. მულტიპლიკაციური ფილმების მსახიობებს დაახლოებით იგივე ჰონორარი აქვთ, რაც ჩვეულებრივი ფილმის გადაღებისას.
მოკლედ, საფეხურები ასეთია - სცენარის შემდეგ, პირველ რიგში მტკიცდება მსახიობის ხმა, შემდეგ მხატვარი იწყებს მუშაობას. მსახიობის გარეგნობა ძირითადი საყრდებია შემოქმედებით პროცესში. ანიმატორები სწორედ დამტკიცებული მსახიობის მიხედვით ქმნიან ანიმაციური ფილმის გმირის მანერებს, მიმიკებს და ასე განსაჯეთ, მავნე ჩვევებსაც კი.