05:35
19 თებერვალი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
"ეს რომ გავიგე, ხელებში და ფეხებში ძალა წამერთვა" - ილია ჯიშკარიანი ბრალის წარდგენის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს
09-10-2019

ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შესახებ თანაშემწის მიერ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.

ჯიშკარიანს "ინტერპრესნიუსი" ექსკლუზიურად ესაუბრა. როგორც საავადმყოფოში მყოფმა დეპუტატმა სააგენტოს განუცხადა, მისთვის ბრალის წარდგენა შოკისმომგვრელი იყო. ამასთან, ჯიშკარიანი აცხადებს, რომ სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლას იწყებს.

"ეს არის ცრუ ბრალდება, ძალიან მძიმეა, მაგრამ ცრუა. ბრალს არ ვაღიარებ"

კანონი რასაც ითვალისწინებს, სასამართლო იქნება თუ საგამოძიებო მოქმედებები, მზად ვარ, ყველაფერში მონაწილეობა მივიღო. არასდროს შემიშლია ხელი და არც გამოძიებისთვის მითქვამს უარი. რაც იყო იმასთან დაკავშირებით ჩვენება მივეცი.

სიმართლე რომ გითხრათ, ბრალის წაყენებას არ ველოდი. საიდან? რანაირად? ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო. ეს რომ გავიგე, ხელებში და ფეხებში ძალა წამერთვა, საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდი. ახლა ბრძოლას ვიწყებ და შეხედავს საზოგადოება, ჩემი მშობლები, ჩემი ამომრჩეველი, ნათესავები და თქვენც დაინახავთ“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს გუშინ, 8 ოქტომბერს, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.

AutoPlay
ზაქარია ქუცნაშვილი ირაკლი ტაბლიაშვილის წინააღმდეგ - ყოფილმა დეპუტატმა ტელეწამყვანს შესაძლოა სასამართლოში უჩივლოს
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
მმართველი გუნდი მზადაა საარჩევნო სისტემის რეფორმის საკითხზე დიალოგი პარტიებთან ცალ-ცალკე აწარმოოს
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
ისრაელის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი 17 მარტს დაიწყება
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
5-თვიანი განხილვების შემდეგ ავღანეთის პრეზიდენტად აშრაფ ღანი გამოცხადდა
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
შსს ავრცელებს მამაკაცის დაკავების კადრებს, რომელმაც სამტრედიაში სამოქალაქო რეესტრში ცოლს ყელი გამოჭრა
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები